3 შეუსრულებელი ვალდებულება და რუსების ჰაბად ქცეული ქვეყანა - ბორელის მწვავე გზავნილები „ოცნებას“

12.09.23 20:32
3 შეუსრულებელი ვალდებულება და რუსების ჰაბად ქცეული ქვეყანა - ბორელის მწვავე გზავნილები „ოცნებას“

 

 

 12-იდან 3 შესრულებული ვალდებულება და რუსებისთვის ჰაბად ქცეული ქვეყანა. ის რაც არ თქვა ევოკავშირის უმაღლესმა წამრომადგენლმა თბილისში, ბრუსელში დაბრუნების შემდეგ  საკუთარ გვერდზე დაწერა. ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენინე თვით ადრე ჯოზეფ ბორელი იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც შესაძლოა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვას. ერთ-ერთი უპირველესი შეუსრულებელი მოთხოვნა დეოლიგარქიზაციაა. 

შეუსრულებელ პირობებთან ერთად ახალი ფაქტორი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებაა, რაც შესაძლოა, დამატებითი ბარიერი აღმოჩნდეს გადაწყვეტილების მიღებისას.

"ქართული ოცნება" ბრუსელიდან მიღებულ გზავნილებზე ტრადიციული  თავდასხმით რეაგირებს. ყველაფერში ოპოზიციას ადანაშაულებს და საკუთარ პასუხიმგებლობაზე არაფერს ამბობს. მოთხოვნები რომ არ სრულდება, აგენტების ბრალია, - ეს არის ირაკლი კობახიძის პასუხი ჯოზეფ ბორელს.

ვრცლად ნახეთ ინხა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები