ღარიბი ქვეყნის პრემიერი რომ ხარ, 70 ათას სტუდენტს შეჩერებული რომ აქვს სწავლა, როგორ აძლევ თავს ამის უფლებას - მიროტაძე

12.09.23 19:48
ღარიბი ქვეყნის პრემიერი რომ ხარ, 70 ათას სტუდენტს შეჩერებული რომ აქვს სწავლა, როგორ აძლევ თავს ამის უფლებას - მიროტაძე

"ირაკლი ღარიბაშვილი ხარ, ღარიბი ქვეყნის პრემიერი რომ ხარ, შენს ქვეყანაში 70 ათას სტუდენტს რომ შეჩერებული აქვს სწავლა გადასახადს რომ ვერ იხდიან, როგორ აძლევ შენს თავს იმის უფლებას, რომ ამ რაოდენობის თანხას ხარჯავს," - ეს განცხადება ანი მიროტაძემ გააკეთა.

მიროტაძე პრემიერს შეახსენებს, რომ ის ისეთი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელია, სადაც სტუდენტებს სწავლის გადასახადის არქონის გამო სწავლა შეჩერებული აქვთ, ბინას ვერ ქირაობენ. გარდა ამისა, მიროტაძისთვის მორალურად მიუღებელია შოვის ტრაგედიის პარალელურად, პრემიერი რომ საზღვარგარეთ არის.

გარდა ამისა, ანი მიროტაძისთვის მიუღებელია ის არგუმენტები, რაც პრემიერის ცოლის დაბადების დღესთან დაკავშირებით ისმის. მიროტაძისთვის გაუგებარია არგუმენტიც, რომ თითქოს საზოგადოებას კითხვებზე პასუხი დეკლარაციის შევსებამდე არ უნდა ჰქონდეს. 

ვთქვათ, ტარიელ ღარიბაშვილს ჰქონდა ეს თანხა, მასაც ჰყავს გამოჩენილი მეგობრები, სამშენებლოში, მაგრამ შენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ხარ, ღარიბი ქვეყნის პრემიერი რომ ხარ, შენს ქვეყანაში 70 ათას სტუდენტს რომ შეჩერებული აქვს სწავლა გადასახადს რომ ვერ იხდიან, ერთი ამდენი რომ ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ ბინის ქირის ფული არ აქვს ოჯახის წევრებს, როგორ აძლევ შენს თავს იმის უფლებას, რომ ამ რაოდენობის თანხას ხარჯავს, 19 აგვისტოა, არ დაგვავიწყდეს, სამი შვილის მამამ, მიცვალებულ შვილებს, ლაფში ჩამხჩვალები რომ იყვნენ, იმათ ეძებს, სხვა მიცვალებულები გაციებულები არ არიან საფლავში, შენი მორალური ზღვარი სად არის.

სიმართლე რომ გითხრათ, იქნება იმპიჩმენტი თუ არა, ჩემი აზრით, საინტერესო არ არის, ხალხისთვის მნიშვნელოვანია, როგორი მიტოვებულები არიან. ან შენს შვილს რას ერჩი, რომელიც ახლა გადის მნიშვნელოვან ცხოვრების ეტაპზე, რას ერჩი, რა დაგიშავა, ასეთი დარტყმების ქვეშ რომ არ დააყენო, რა ჰქვია, ალბათ, კომპლექსი, ან უარესი. 
 

ამას ამატებ იმას, დაბადების დღის წვეულებას აწყობ და უარესი ის არის, რომ თურმე ფულს უკრებენ, ვის ატყუებენ, მართლა ჰგონიათ, რომ ვინმეს სჯერა?“ - ამბობს ანი მიროტაძე.

მსგავსი სიახლეები