ტარიელ ღარიბაშვილმა ბორტი #1 ტელეფონით შეუკვეთა სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახურს? სადაა ოფიციალური მიმართვა - ჯაფარიძე
"ტარიელ ღარიბაშვილმა ბორტი #1 ტელეფონით შეუკვეთა სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახურს? სადაა ოფიციალური მიმართვა? რატომ არ გაასაჯაროეს გუშინ? დღეს?," - ამ კითხვებს პრემიერის სკანდალურ ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს.
ზურაბ ჯაფარიძე ითხოვს ტარიელ ღარიბაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს შორის დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას.
თვენახევარი დასჭირდება აირზენას რომ საბოლოო ანგარიში მოგვაწოდოსო
ოკ
დავიკიდოთ აირზენა, დაველოდოთ
და ტარიელ ღარიბაშვილმა ბორტი #1 ტელეფონით შეუკვეთა სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახურს? სადაა ოფიციალური მიმართვა? რატომ არ გაასაჯაროეს გუშინ? დღეს?
ტარიელსა და ბ-ნ ანზორის უწყებას შორის რამე შეთანხმება არ დაიდო? სად არის? აქამდე რატომ არ გასაჯაროვდა?
ბ-ნმა ანზორმა აირზენას ზეპირად დაუკვეთა ფრენა, მიუნხენში პარკინგი და მერე უკან ფრენა? რამე დოკუმენტი არ შედგა? სადაა? რატომ არ ვნახეთ აქამდე?
ნუ, ქეშად რომ მიიტანა 34,000 ევრო ბ-ნ ანზორთან, მანდ კითხვის ნიშნები არ არსებობს, რა შუაშია რომ საბანკო გადარიცხვას ვერ აყალბებენ ძველი თარიღით, უბრალოდ ძველი თაობის კაცია, ქეშით მოძრაობს სულ," - წერს ზურაბ ჯაფარიძე.