ღარიბაშვილმა და "ოცნებამ“ იგორ ნარმანიას დაკავების სახით კიდევ ერთი მაგალითი შექმნა - გიორგი კუპატაძე

12.09.23 21:17
ღარიბაშვილმა და "ოცნებამ“ იგორ ნარმანიას დაკავების სახით კიდევ ერთი მაგალითი შექმნა - გიორგი კუპატაძე

"მგონია, რომ ღარიბაშვილმა და "ქართულმა ოცნებამ“ იგორ ნარმანიას სახით კიდევ ერთი მაგალითი შექმნა ახალგაზრდებისთვის, როგორ შეიძლება უკომპრომისოდ იბრძოლო შენი ქვეყნისთვის, არ შეგეშინდეს რეჟიმის და ღირსეული ბრძოლით გააკეთო ის, რაც მომავალ თაობას გამოადგება," - ეს განცხადება ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა გიორგი კუპატაძემ გააკეთა.

კუპატაძე ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელმაც გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან პრემიერის სკანდალური ჩარტერული რეისი გააპროტესტა. კუპატაძე იხსენებს თანაგუნდელის იგორ ნარმანიას დაკავების ეპიზოდს და ამბობს, რომ პოლიციელებმა მისი დაკავების დროს ძალას გადაამეტეს.

სპონტანურად დავიგეგმეთ, იგორმა თქვა, რომ გავსულიყავით, გავედით, ვაპროტესტებდით, ისე, როგორც ცივილურ საზოგადოებაში შეიძლება რომ ახალგაზრდამ გააპროტესტოს ის უმსგავსობა, რაც არის, მაგრამ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ადამიანი აზრის გამოხატვისთვის დააკავეს, არაადამიანური მეთოდებით, ახალგაზრდა ბიჭს რამდენიმე პოლიციელი ძალის გამოყენებით ტენის მანქანაში და საათების განმავლობაში არ ვიცით, სად იმყოფება ეს ადამიანი,“ - ამბობს კუპატაძე.  
 

მსგავსი სიახლეები