სამწუხარო რეალობაა, როდესაც დღეს ღარიბაშვილის შვილობა შეიძლება სანატრელი გაუხდეს ნებისმიერ სტუდენტს - ჭოხონელიძე
"სამწუხარო რეალობაა, როდესაც დღეს საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილის შვილობა შეიძლება სანატრელი გაუხდეს ნებისმიერ სტუდენტს, დასანანია," - ეს განცხადება სტუდენტმა ლუკა ჭოხონელიძემ "რეაქციაში" გააკეთა.
როგორც ჭოხონელიძე ამბობს, კონტრასტული მაგალითია, როგორ აკავებდნენ პოლიციელები საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან, მათ შორის სტუდენტებს და როგორი ხელშეწყობით ცხოვრობს და მოგზაურობს ირაკლი ღარიბაშვილის შვილი.
როგორც ჭოხონელიძე ამბობს, ძალიან ბევრ სტუდენტს დღეს საარსებო მინიმუმისთვის უწევს ბრძოლა.
შედარებისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ კადრები, როცა იგორ ნარმანიას დაკავებისთვის ეჭიდავება 5 პოლიციელი და მანქანაში ძლივს ჩასვეს და კადრები ავიღოთ, როგორ მიფრინავს ირაკლი ღარიბაშვილის შვილი ჩვენი თანხებით. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ ექცევა ჩვენი ხელისუფლება სტუდენტებს.
სამწუხარო რეალობაა, როდესაც დღეს საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილის შვილობა შეიძლება სანატრელი გაუხდეს ნებისმიერ სტუდენტს, დასანანია. მე, როდესაც ვარ ომის ვეტერანის შვილი, მამაჩემმა ორი ომი გამოიარა, ბევრი ჩემი მეგობარი და სხვადასხვა სტუდენტი იმაზე კი არ ფიქრობენ როგორ განავითარონ სწავლა, როგორ წავიდნენ საზღვარგარეთ, ბევრ სტუდენტს აქვს იმაზე საზრუნავი, ხვალ რომ დაჯდება ავტობუსზე, იქ რომ წავა და საჭმელს შეჭამს, ექნება თუ არა უკან დასაბრუნებელი ფული," - ამბობს ლუკა ჭოხონელიძე.