ეს ისეთი სიტუაციაა, შეუძლია ღარიბაშვილს, რომ თქვას, სადაც გავიქეცი, იქით წავიქეციო - ბაია პატარაია
„ეს ისეთი სიტუაციაა, შეუძლია ღარიბაშვილს, რომ თქვას, სადაც გავიქეცი, იქით წავიქეციო, იმიტომ, რომ ერთმანეთზე უარესს ვერსიებს გვთავაზობენ,“ - ეს განცხადება „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ გააკეთა.
ბაია პატარაიასთვის გაუგებარია, რატომ არის ის ხარჯები გასაიდუმლოებული, რომელიც პრემიერმა, როგორც მთავრობაში ამტკიცებენ, გაწია სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრებისთვის.
ბაია პატარაია პრემიერის სკანდალური რეისიდან გამომდინარე ამბობს, რომ ელიტური კორუფცია სახეზეა.
მაშინ, როდესაც სამთავრობო თვითმფრინავი დგას, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მატარებლით დადის და საკუთარი ჯიბიდან იხდის ფულს, რადგან არ აძლევენ ამის საშუალებას და მეორე დიდი ტყუილი, თურმე ეს ვიღაცამ გადაიხადა, თურმე ამდენი ღირდა, ამდენი ხანია არ წარმოუდგენიათ არც ინვოვისი, არც გადახდა.
საიდან აქვს ან ღარიბაშვილს, ან პრემიერ-მინისტრის მამას იმდენი ფული, რომ ერთ გასეირნებაში სტყორცნოს მხოლოდ 35 ათასი ევრო, ეს გაცილებით ძვირი ღირს. საიდან აქვს? ვიცით, რომ ეს კაცი 2012 წლამდე 800-ლარიან ხელფასზე მუშაობდა, როგორ გახდა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი ან დეპუტატი მულტიმილიონერი, როდესაც ყოველ მესამე ბავშვს ამ ქვეყანაში შია? საიდან გამდიდრდა ეს ხალხი? საიდან აქვთ ამდენი ფული, რომ მის ცოლს 10 ათას ლარიანი კაბები აცვია ყოველ ახალ გამოჩენაზე და 3 ათას ლარიანი საათები უკეთიათ. ეს არის რა თქმა უნდა, პირდაპირი ნიშანი კორუფციისა, რას აკეთებს ანტიკორუფციული სამსახური, რომელიც დიდი ამბით შექმნეს, არავინ ამ ქვეყანაში კორუფციის საკითხებით ინტერესდება.
ესენი ვერ გაძღნენ, არ იციან ფული რაში დახარჯონ, "ხამებივით" იქცევიან, რატომ უნდა წავიდეს სტუდენტი ბიჭი უნივერსიტეტში სამთავრობო თვითმფრინავით, სრულწლოვანია წეს ადამიანი და ისეთივე პასუხი მოეთხოვება, როგორც აქ მყოფებს," - ამბობს ბაია პატარაია.