ისეთი ქვეყნის პრემიერი, როგორიც ეს ქვეყანაა, არ უნდა დადიოდეს პირველი კლასით, უნდა „უტყდებოდეს“ - ყურუა

12.09.23 21:43
ისეთი ქვეყნის პრემიერი, როგორიც ეს ქვეყანაა, არ უნდა დადიოდეს პირველი კლასით, უნდა „უტყდებოდეს“ - ყურუა

„ისეთი ქვეყნის პრემიერი, როგორიც ეს ქვეყანაა, არ უნდა დადიოდეს პირველი კლასით, უნდა „უტყდებოდეს“,“ - ასე აფასებს პრემიერ ღარიბაშვილის სკანდალურ ჩარტერულ რეისს „გირჩი მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი ბორის ჩელე ყურუა.

როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი ამბობს, პრემიერის სკანდალური რეისის საქმე სისხლის სამართლის დანაშაული და უზრდელობაა, რადგან ყურუას შეფასებით, პრემიერი იტყუება.

თავისი შვილი არ უნდა მიჰყავდეს სასწავლებლად ჩარტერული რეისით იმ ხალხის ფულით, ვისი შვილებიც თბილისში ვერ ჩამოდიან, იმიტომ, რომ ბინის ქირის ფული არ აქვს. მარტო პრემიერს კი არა, ყველა ჩინოვნიკებს უნდა რცხვენოდეს ფუფუნების საგნების გამოყენება ხალხის ფულით.
 

სისხლის სამართლის დანაშაულის გარდა ეს არის უზრდელობა, არ შეიძლება ასეთი ტყუილი, რომ ჩემმა პენსიონერმა მამამ თურმე იქირავა ჩემივე თვითმფრინავი, რომელიც არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე, რომლის უფროსიც არის ჩუბინიძე, რომელიც მე მომყვებოდა, ბერას რომ აწვალებდნენ იმ ბავშვებს, რომ ვაშინებდით მაშინ.
 

ვინმეს წარმოგიდგენიათ სიტუაცია, როდესაც ღარიბაშვილი ურეკავს ჩუბინიძეს - ერთი, ჩემი თვითმფრინავი მომაქირავე, მამაჩემი მიხდის ფულსო და ჩუბინიძე ეუბნება - კიო და მამამისს 34 ათასი ევრო მოაქვს ჩემოდნით, ეს ხომ აბსურდია,“ - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.

მსგავსი სიახლეები