ფრთხილად იყავი, 10 ათას დოლარად ნებისმიერი კიეველი ოპერი ,,დაგაბაგაჟნიკებს" - სოსო გოგაშვილი სააკაშვილს

03.06.21 19:22
ფრთხილად იყავი, 10 ათას დოლარად ნებისმიერი კიეველი ოპერი ,,დაგაბაგაჟნიკებს" - სოსო გოგაშვილი სააკაშვილს

უშიშროების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. სოსო გოგშვილი ექსპრეზიდენტს აფრთხილებს, რომ შესაძლოა, ის უკრაინიდან მოიტაცონ და საქართველოში ჩამოიყვანონ.

უკრაინის მოქალაქე ხარ და ისიც გეცოდინება, რა დღეშია თქვენი ძალოვანი სისტემა კორუფციის მხრივ. 10 000 დოლარად ნებისმიერი კიეველი ოპერი სიხარულით “დაგაბაგაჟნიკებს” და მეორე დღესვე თბილისში გაიღვიძებ.  ემანდ მართლა ფრთხილად იყავ და უკან იყურე ხშირად,ფათერაკი ელანძეა
ელის ბიჭი ეკლესიისგან:) - წერს სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები