ინფორმაცია მივაწოდეთ სენატორებს, რომ 2 კრიმინალი უკვე გათავისუფლებულია - ირაკლი კობახიძე
ხელისუფლებისა და ამერიკელი სენატორების შეხვედრის შემდეგ ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მედიას უთხრა, რომ უცხოელ პოლიტიკოსებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ "2 კრიმინალი გაათავისუფლეს".
მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გააცნეს.
ჩვენ კონკრეტიკაზე არ გვისაუბრია, ვისაუბრეთ ზოგად საკითხებზე, ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს - ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი არის უკვე გათავისუფლებული, ვუთხარით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დამტკიცდება ძალიან მალე და ვუთხარით ასევე ის, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული რეგულაციებიც დამტკიცდება ძალიან მალე, შესაბამისად შეთანხმების ეს პუნქტი უკვე აღსრულებული იქნება თავიდან ბოლომდე ამ თვის ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკელი სენატორები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ, დღეს ისინი არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ., სარამოს კი ოპოზიციასთან ვიზიტს გეგმავენ.