მელია და ელისაშვილი სენატორებთან შეხვედრამდე - ფოტო სასტუმროდან

03.06.21 20:25
მელია და ელისაშვილი სენატორებთან შეხვედრამდე - ფოტო სასტუმროდან

გავლენიანი ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი, ამ წუთებში სასტუმრო ,,შერატიონში" ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან. 

"ტვ პირველის" კამერამ სასტუმროსთან "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დააფიქსირა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები სენატორებთან შეხვედრამდე ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, თუმცა რაზე, ეს უცნობია.