ოქტომბრის არჩევნებს ყურადღებით დავაკვირდებით - სენატორი შაჰინი
გავლენიანი სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ აშშ ოქტომბრის არჩევნებს ყურადღებით დავაკვირდება. მისივე განცხადებით, აშშ და ევროპა დამკვირვებლებს გამოგზავნიან:
"ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაკვირვების ქვეშ. აშშ ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს. ვიცი, რომ ევროპა და აშშ გამოგზავნის დამკვირვებლებს, რომლებიც არჩევნების პროცესს უშუალოდ ადგილზე გაუწევენ დაკვირვებას"- თქვა ჯინ შაჰინმა.
სენატორის განცხადებით, იმისათვის, რომ ეს არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, მნიშვნელოვანია რეფორმების სვლის გაგრძელდება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით.