რაში შეიძლება პოლიტიკურ „ისტებლიშმენტს“ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ეტყობოდეს? საგარეო კურსი შეიცვალა? - ვოლსკი

15.09.23 12:58
რაში შეიძლება პოლიტიკურ „ისტებლიშმენტს“ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ეტყობოდეს? საგარეო კურსი შეიცვალა? - ვოლსკი

"რაში შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ „ისტებლიშმენტს“ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ეტყობოდეს? - საგარეო კურსი შეიცვალა?" - ეს კითხვები "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ყოფილი გენერალური პროკურორის ფარცხალაძის დასანქცირების შეფასებისას გააკეთა.

ვოლსკისთვის გაუგებარია სახდეპის მტკიცება, რომ ფარცხალაძე რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით საქართველოში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. დეპუტატის თქმით, თუ სახდეპს მტკიცებულება გააჩნია, მაშინ ქართული მხარე მოკვლევას დაიწყებს. 

რუსეთმა კავკასიაში რაიმე უპირატესობა ნახა, გარდა იმ უპირატესობისა, რაც მან სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიიღო? სად გიჩნდებათ კითხვა და ეჭვი, რომ ფარცხალაძემ პარტიის პოლიტსაბჭოზე ან რომელიმე ჩვენგანის პოზიციაზე გავლენა მოახდინა? ვისზე შეიძლება იყოს ეჭვი, რომ ფარცხალაძემ გავლენა მოახდინა და რაიმე შედეგს მიაღწია?! - რა მოხდა ისეთი, რაც შეიძლება ოთარ ფარცხალაძის ფიგურას დაუკავშირო?! 

თუკი აშშ-ს კონკრეტულ ავტორიტეტულ სტრუქტურას ასეთი მტკიცებულება გააჩნია, რა საკვირველია, ეს საქართველოში შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა შეისწავლოს, რომელიც მაღალ დონეზე ხასიათდება, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, მაგრამ რა პოლიტიკა შეიცვალა?! - ერთადერთი, რაზეც შეიძლება ადამიანმა იფიქროს არის ის, რომ განგებ იგივე სცენარი კეთდება, რაც 2008 წელს მოხდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს აშშ-ს მთელი პოლიტიკური "ისტებლიშმენტი" ეუბნებოდა, რომ კონკრეტული ნაბიჯი არ გადაედგა და მან ეს მაინც ეს გააკეთა. ამაზე მეტი დათმობა რუსეთისათვის, რა შეიძლება იყოს?!“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.