რა შეზღუდვები დაუწესდება ფარცხალაძეს? - რა თქვა ფინანსთა მინისტრმა
ამერიკის სანქციები აღსრულებული იქნება - ამის შესახებ ღარიბაშვილის მთავრობამ საჯაროდ განაცხადა. რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს ფარცხალაძეს და იქნება თუ არა ეს მისი ქართული აქტივების გაყინვა? ამ კითხვაზე საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ აქტივების გამოყენების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, მათ შორის იმ ქვეყნებში ასეთი ტიპის სანქცირება ხდება.
თუ რას გულისხმობს სანქციების აღსრულება, ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ სანქციები აღსრულება ნიშნავს, რომ გარკვეულწილად მოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რომელიც უშუალოდ სანქციებთან არის დაკავშირებული.
საქართველოს ასრულებს ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს და ამის აღსრულება ხდება ეფექტურად. ნებისმიერი პირი, ვინც არის და იქნება სანქცირებული, ბუნებრივია ასეთი ტიპის დაკავშირება არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია. არცერთი სახელმწიფო არ არის და ვერ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი პირის ქმედებაზე. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, ვისაც დაწესებული აქვს სანქციები, მაგალითად აშშ, დიდი ბრიტანეთი.
სანქციები აღსრულება ნიშნავს, რომ გარკვეულწილად მოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რომელიც უშუალოდ სანქციებთან არის დაკავშირებული.
ბუნებრივია საკუთარი აქტივების გამოყენების უფლება აქვს ნებისმიერ პირს აქვს მათ შორის იმ ქვეყნებში ასეთი ტიპის სანქცირება ხდება". - ამბობს ფინანსთა მინისტრი
რაც შეეხება მის ქართულ ბიზნესებს, ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია. ფინანსთა მინისტრისგან ვერ მოვისმენთ პასუხი, ჰქონდა თუ არა იმპორტის უფლება იმ კომპანიას, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში ჰქონდა დაფუძნებული და ახორციელებდა თუ არა გადარიცხვებს ოკუპანტ ქვეყანაში.
საქართველოში დღეს არ არსებობს მოქმედი და არამოქმედი ყოფილი კომპანია, რომელსაც ჰქონია შესაძლებლობა, რომ სანქციების გვერდით ავლა მოეხერხებინა. მათ შორის იგულისხმება ყველა იურიდიული პირი, რომელიც არის საქართველოში დაფუძნებული. შესაბამისად, აღნიშნული მსგავსი ტიპის ფაქტები არცერთ კომპანიასთან დაფიქსირებული არ არის". - განაცხადა ხუციშვილმა.
დაიწყებს თუ არა პროკურატურა ფარცხალაძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გამოძიებას? ეს ახლა მთავარი კითხვაა. ამერიკამ ფარცხალაძე შავ სიაში რუსული გავლენების საქართველოში გაძლიერების გამო შეიყვანა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტია... ფარცხალაძე არის პირველი ქართველი ვინც ამერიკამ სანქცირებულთა სიაში, რუსეთთან კავშირების გამო შეიყვანა. ამ გზით კი ფაქტობრივად სანქციები ოლიგარქის ახლო გარემოცვას და პირადად ბიძინა ივანიშვილსაც მიუახლოვდა.