ფარცხალაძის სანქცირება - სუს-მა საკითხის შესწავლა დაიწყო
აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის სანქცირება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
უწყების ცნობით, სახდეპის განცხადების შემდეგ ოთარ ფარცხალაძის საკითხის შესწავლა დაიწყო უწყებამ. თუმცა, დამატებითი დეტალები უცნობია.
საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა," - წერია განცხადებაში.