"ვერ გეუბნებით, არ ვიცნობ ფარცხალაძეს" - კაკაურიძის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა რუსეთთან კავშირი ქვეყნის ღალატი

15.09.23 13:37
"ვერ გეუბნებით, არ ვიცნობ ფარცხალაძეს" - კაკაურიძის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა რუსეთთან კავშირი ქვეყნის ღალატი

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია..

რა რეაქცია უნდა მქონოდა, არანაირი რეაქცია არ მქონია. რატომ უნდა მქონოდა რეაქცია"- ამბობს კაკაურიძე.

"პირველების" კითხვაზე რუსეთთან კავშირი არის თუ არა ქვეყნის ღალატი - კაკაურიძე ამბობს, რომ ვერ ამბობს, რადგან ფარცხალაძეს არ იცნობს.

რუსეთთან კავშირი ქვეყნის ღალატი არ არის? - ვერ გეუბნებით არ ვიცნობ ფარცხალაძეს, რუსეთი ოკუპანტია, რა თქმა უნდა რუსეთი. წადით და საგამოძიებო უწყებას კითხეთ". - ამბობს გიორგი კაკაურიძე. 

დაიწყებს თუ არა პროკურატურა ფარცხალაძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გამოძიებას? ეს ახლა მთავარი კითხვაა. ამერიკამ ფარცხალაძე შავ სიაში რუსული გავლენების საქართველოში გაძლიერების გამო შეიყვანა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს,  რომ ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტია... ფარცხალაძე არის პირველი ქართველი ვინც ამერიკამ სანქცირებულთა სიაში, რუსეთთან კავშირების გამო შეიყვანა. ამ გზით კი ფაქტობრივად  სანქციები ოლიგარქის ახლო გარემოცვას და პირადად ბიძინა ივანიშვილსაც მიუახლოვდა.