ივანიშვილი, რუხაძე, ჩხარტიშვილი, ხიდაშელი - ეს სია გაგრძელდება - ბეჟაშვილი

15.09.23 13:41
ივანიშვილი, რუხაძე, ჩხარტიშვილი, ხიდაშელი - ეს სია გაგრძელდება - ბეჟაშვილი

"განმარტება, რომ ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსული გავლენის გაძლიერებას ცდილობს ქვეყანაში ფსბ-ის მეთოდების გამოყენებით, ცხადია, რომ ირიბად ეხება ივანიშვილსაც," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ბეჟაშვილი დარწმუნებულია, რომ სანქცირებულ პირთა წრე გაფართოვდება და "შავ სიაში" ივანიშვილიც აღმოჩნდება.

იმიტომ, რომ ივანიშვილის პირადი კლანის ნდობით აღჭურვილი პირის სანქცირება მოხდა და ეს განმარტება ასევე სავსებით მიესადაგება ივანიშვილს.
ივანიშვილი, რუხაძე, ჩხარტიშვილი, ხიდაშელი - ეს სია გაგრძელდება, რაც ბუნებრივია, ქვეყნის ინტერესებს ურტყამს,“ - ამბობს ბეჟაშვილი.