"ქართული ოცნება" ევროკავშირის იდეას ებრძვის - თინა ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პოლიტიკური ნება არ აქვს. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე ნიადაგს ამზადებს, რათა სტატუსის მიღებაზე უარის შემთხვევაში ყველაფერი ისევ დასავლეთს გადააბრალოს.
12 რეკომენდაციას კი არ ებრძვის „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება" ებრძვის ევროკავშირის იდეას. გაცილებით უფრო მაღალი და დიდია საფრთხე, ვიდრე, უბრალოდ, 12 რეკომენდაციის რომელიღაც პუნქტი. რაც არის მთავარი წინაღობა ჩვენი ევროპული პერპსექტივისთვის, ეს გახლავთ ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკურ ნება, რომელიც ფუნდამენტურ შემობრუნებას გამოიწვევს ამ გზაზე. ერთი ამოცანა აქვთ, ოქტომბერში რომ გამოქვეყნდება კრიტიკული დასკვნა, ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჰქონდეთ ჩატარებული, რომ საზოგადოებას დარჩეს განცდა, რომ განა ჩვენ ვერ გავაკეთეთ რამე, იმათ არ ვუნდივართ. დეპოლარიზაციაზე ლაპარკობდა ბორელთან პრესკონფერენციაზე ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერმინებით „ ქვეყნის მტრები“, „რადიკალური ოპოზიცია“, დეპოლარიზაციაზე ლაპარაკობს იმვადროულად... ახლა, რაზე ვლაპარაკობთ?, - ამბობს ხიდაშელი.