ჰქონდა თუ არა ზურაბ აბაშიძეს მოსკოვში ფარცხალაძესთან შეხვედრა - რას პასუხობს პრემიერის მრჩეველი

15.09.23 13:55
ჰქონდა თუ არა ზურაბ აბაშიძეს მოსკოვში ფარცხალაძესთან შეხვედრა - რას პასუხობს პრემიერის მრჩეველი

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება - რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ფარცხალაძის ივანიშვილთან კავშირებზე ინფორმაციას არ ფლობს.

აბაშიძე ასევე საუბრობს ზარზეც, რომელიც ტელეფონზე შეუვიდა.

დღეს მქონდა ზარი, დარეკეს, მაგრამ არ მიპასუხეს. ფარცხალაძე კერძო პირია, ათი წლის წინ იყო თანამდებობაზე. საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია. 

ჰქონდა თუ არა ზურაბ აბაშიძეს მოსკოვში ფარცხალაძესთან შეხვედრა და იცოდა, თუ არა მისი რუსული კავშირების შესახებ  - ამ კითხვაზე აბაშიძე ამბობს, რომ ფარცხალაძეს არ იცნობს.

საიდან მოიტანეთ, საერთოდ არ ვიცნობ ამ კაცს- ამბობს აბაშიძე

არის თუ არა სახდეპის მიერ ფარცხალაძის დასანქცირება ჯაშუშური ქსელის გამოვლენა  - ამ კითხვაზე აბაშიძე "პირველებს" არ პასუხობს.

დაიწყებს თუ არა პროკურატურა ფარცხალაძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გამოძიებას? ეს ახლა მთავარი კითხვაა. ამერიკამ ფარცხალაძე შავ სიაში რუსული გავლენების საქართველოში გაძლიერების გამო შეიყვანა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს,  რომ ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტია... ფარცხალაძე არის პირველი ქართველი ვინც ამერიკამ სანქცირებულთა სიაში, რუსეთთან კავშირების გამო შეიყვანა. ამ გზით კი ფაქტობრივად  სანქციები ოლიგარქის ახლო გარემოცვას და პირადად ბიძინა ივანიშვილსაც მიუახლოვდა.