ქოცების არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ 11 წელია, ეს კაცი ჩვენთან არ არის, ცოტა ხანში გაბათილდება - ხვიჩია

15.09.23 13:44
ქოცების არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ 11 წელია, ეს კაცი ჩვენთან არ არის, ცოტა ხანში გაბათილდება - ხვიჩია

"ქოცების არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ 11 წელია, ეს კაცი ჩვენთან არ არის და ჩვენ არ გვეხება ეს ისტორია, მგონი, ცოტა ხანში გაბათილდება," - ეს განცხადება "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩია ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას და "ქართული ოცნების" რეაქციებს ეხმაურება. დეპუტატისთვის მმართველი გუნდის ლიდერების არგუმენტები მიუღებელია.

ქოცების არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ 11 წელია ეს კაცი ჩვენთან არ არის და ჩვენ არ გვეხება ეს ისტორია, მგონი, ცოტა ხანში გაბათილდება, რადგან ისინიც დაინახავენ, რა პროცესის ფარგლებში ხდება მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელთა სანქცირება ამ ქვეყანაში,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.