12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში ლომის წილი ხელისუფლებაზეა - ვანო ჩხიკვაძე

15.09.23 13:50
 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში ლომის წილი ხელისუფლებაზეა - ვანო ჩხიკვაძე

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს წევრი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ 12 რეკოემდანციის შესრულებაზე ლომის წილი სწორედ საქართველოს ხელსუფლებაზეა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ მთავარი პუნქტები დეოლიგარქიზაცია და დედპოლარიზაცია ჯერ ისევ შესასრულებელია. 

დარჩენილია ორი პრიორიტეტი, რომელიც შესასრულებელია. ეს არის დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. თითოეულს საათს, თითოეულ წუთს აქვს ახლა მნიშვნელობა იმის გათვალისწინებით, რომ ოქტომბრის შუაში ევროკომისია დადებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რასაც ექნება ჭეშმარიტებაზე პრეტენზია. აქედან გამომდინარე, ძალიან ცოტა დრო რჩება და რამდენად შეიძლება, რომ  პროგრესი ვაჩვენოთ ამ დროში, ამას დრო გამოაჩენს. ევროინტეგრაციის პროცესში და 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში ლომის წილი მოდის საქართველოს ხელისუფლებაზე, შესაბამისად, ის არის პასუხისმგებელი 12 პირორიტეტსი შესრულებაზე, - ამბობს ვანო ჩხიკვაძე.