"ცალ-ცალი ბოტასით მოვიდა მთავრობაში" - ნადირაძე ფარცხალაძის კორუფციულ საქმეებზე

15.09.23 14:25
"ცალ-ცალი ბოტასით მოვიდა მთავრობაში" - ნადირაძე ფარცხალაძის კორუფციულ საქმეებზე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ოთარ ფარცხალაძის მთავრობაში მოსვლას იხსენებს და ასევე საუბრობს იმ კორუფციულ საქმეებზეც, რომლებშიც, მისი თქმით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ფიგურირებს.

ნადირაძის განცხადებით, საქართველოში ვერავინ ვერ გაბედა ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, რადგან ის პირდაპირ ივანიშვილის მფარველობის ქვეშ იმყოფება.

ფარცხალაძე, ბოტასების ქურდი, რომელიც ცალ-ცალი ბოტასით მოვიდა მთავრობაში, დღეს როგორც რუს-ქართველა ოლიგარქი, ასეა ის მოხსენიებული, ჩანს   მისი ფინანსური მდგომარეობა როგორ გაუმჯობესდა ქართული ოცნების პირობებში, როგორ აღზევდა და როგორ გამდიდრდა ხალხის ხარჯზე. ოთარ ფარცხალაძე რომ არაერთ კორუფციულ საქმეში იყო ბრალდებული და არერთი სიუჟეტები გვახსოვს "შაბათის ეთერიდან", როდესაც 200 ათას დოლარიანი მიწის ქონება წაიღო სახელმწიფოსგან, რომ ქარხანა აეშენებინა. როდესაც ლაშა თორდია სცემა, აქაც იყო კონკრეტული კორუფციული ფაქტი, როდესაც ედავებოდნენ ასევე ვანო მერაბიშვილის ციხიდან გადაყვანას. ასევე ფარცხალაძე იყო ის ადამიანი, რომელსაც ედავებოდნენ ფინანსურ რეკეტებს. ნავთობის კონტროლი. დღგ-ების საქმე, პორტების კონტროლი, ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ქვეყნის შიგითაც არაერთ კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული, მაგრამ ვერავინ ვერასდროს მის წინააღმდეგ ვერ გაბედა საქმის აღძვრა, რადგან ის არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრი და მისი მარჯვენა ხელი". - ამბობს მდინარაძე.

დაიწყებს თუ არა პროკურატურა ფარცხალაძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გამოძიებას? ეს ახლა მთავარი კითხვაა. ამერიკამ ფარცხალაძე შავ სიაში რუსული გავლენების საქართველოში გაძლიერების გამო შეიყვანა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს,  რომ ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტია... ფარცხალაძე არის პირველი ქართველი ვინც ამერიკამ სანქცირებულთა სიაში, რუსეთთან კავშირების გამო შეიყვანა. ამ გზით კი ფაქტობრივად  სანქციები ოლიგარქის ახლო გარემოცვას და პირადად ბიძინა ივანიშვილსაც მიუახლოვდა.