ფარცხალაძე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა სისტემაში - კალაძე

15.09.23 14:32
ფარცხალაძე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა სისტემაში - კალაძე

ფარცხალაძე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა სისტემაში - ასეთი იყო კახა კალაძის პასუხი კითხვაზე, გრძნობს თუ არა უხერხულობას ხელისუფლება იმის გამო, რომ ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი იყო.

„ქართულ ოცნებაში“ ბევრი ადამიანი იყო. რაც შეეხება კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძეს, ის წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა სისტემაში. 9 თუ 10 წელია, ზუსტად არ მახსოვს, არ საქმიანობს საჯარო სამსახურში, დაკავებულია თავისი კერძო საქმიანობით და ბიზნესებით. ვისაც ყველაზე მეტი გავლება აქვს ხელისუფლებაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა“, -განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა. 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან მიმართებით სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული.

„მოვისმინეთ დღეს განცხადებები მოკვლევასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რომ სანქციები, რომელიც დაწესებულია რუსეთის, მოქალაქეების წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ.