სუს-მა ვერ აღმოაჩინა, რომ ფარცხალაძე რუსეთთან იყო კავშირში, ამ პროცესში მარტო არ იქნებოდა - ხათუნა სამნიძე

15.09.23 15:21
სუს-მა ვერ აღმოაჩინა, რომ ფარცხალაძე რუსეთთან იყო კავშირში, ამ პროცესში მარტო არ იქნებოდა - ხათუნა სამნიძე

"იმის ხაზგასმა, რომ ის არის კერძო პირი, სახიფათო მგონია „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისგან, კერძო პირია ბიძინა ივანიშვილიც," - ეს განცხადება დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

სამნიძე აშშ-ის მიერ ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება. ხათუნა სამნიძისთვის საგანგაშოა ის ფაქტი, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირი საქართველოს გენერალური პროკურორი იყო. 

ფარცხალაძის, რომელიც იყო გენპროკურორი ამ ქვეყანაში და რომელმაც გაიარა სუს-ის ფილტრი და სუს-მა არ ან ვერ აღმოაჩინა, რომ ის იყო პირდაპირ კავშირში რუსეთთან და რუსეთის გავლენების გასატარებლად მუშაობდა საქართველოში, რა თქმა უნდა, ის ამ პროცესში მარტო არ იქნებოდა და მარტო არ არის. დღეს იმის ხაზგასმა, რომ ის არის კერძო პირი, სახიფათო მგონია „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისგან, კერძო პირია ბიძინა ივანიშვილიც,“ - ამბობს სამნიძე.