"საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე" - ფარცხალაძესთან დისტანცირებას საპარლამენტო უმრავლესობა აგრძელებს
ოთარ ფარცხალაძესთან დისტანცირებას საპარლამენტო უმრავლესობა მთელი დღის განმავლობაში აგრძელებს. "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გამიჯნული გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძე კერძო პირია, საჯარო მოხელე აღარ არის და შესაბამისად, არალოგიკურია განცხადება, რომ თითქოს ის გავლენას მოახდენდა საზოგადოებაზე.
რაც შეეხება ივანიშვილთან კავშირებს და კომუნიკაციას, მაჭარაშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ თავად მას ოლიგარქთან კომუნიკაცია მას შემდეგ აღარ ჰქონია, რაც ის პოლიტიკიდან წავიდა.
უნდა დასანქცირდეს საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე. მაშინ, როდესაც ის თანამდებობიდან წავიდა და იმის შემდეგ მოქალაქეები არიან, რომლებიც არ მუშაობენ საჯარო სექტორში, არ ოპერირებენ საჯარო სივრცეში და არ არიან პოლიტიკაში. როდესაც შენ მოგყავს ასეთი ადამიანები, ბუნებრივად ვერ იქნებიან საზოგადოებაზე ზეგავლენის მქონენი.
ბიძინა ივანიშვილთან არც მე მქონია კავშირი, რაც წავიდა პოლიტიკიდან,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.