ეს მხოლოდ დასაწყისია, სანქციების ქარიშხალი უახლოვდება ივანიშვილს - ნათელაშვილი ფარცხალაძის დასანქცირებაზე

15.09.23 15:33
 ეს მხოლოდ დასაწყისია, სანქციების ქარიშხალი უახლოვდება ივანიშვილს - ნათელაშვილი ფარცხალაძის დასანქცირებაზე

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, სანქციები პირადად ბიძინა ივანიშვილს უახლოვდება.

გარდა ამისა, ნათელაშვილი ამბობს, რომ სანქციების რიგში დგანან ღარიბაშვილი, პაპუაშვილი, კობახიძე და  კალაძეც.

ოპოზიციონერი ლიდერი მთავრობას გადადგომისკენ და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.

10 წლის წინ "ლეიბორისტული პარტიის" მიერ დაწყებული სტრატეგია რუსი ოლიგარქის დასანქცირებაზე დღეს უკვე გახდა დემოკრატიული მსოფლიოს მთავარი სამოქმედო პრინციპი. ამასწინათ, ჩემი ამერიკაში სტუმრობის დროს, მე მოგახსენეთ, რომ დგებოდა რეჟიმისათვის მძიმე შემოდგომა და აი რამდენიმე საათის უკან, ამერიკამ დაასანქცირა ოლიგარქ ივანიშვილს მთავარი ფინანსური ბერკეტი და უმთავრესი მოკავშირე მოსკოვთან ფარცხალაძე. ეს მხოლოდ დასაწყისია. სანქციების ქარიშხალი უახლოვდება პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას და ალბათ, ეჭვი არავის გეპარებათ, რომ რიგში, გარდა ოლიგარქისა დგას ღარიბაშვილი, პაპუაშვილი, კობახიძე, კალაძე და მთელი ის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც საქართველოს ამდენი ვნება მიაყენა და მათი გადარჩენის, თუ შეიძლება ამას გადარჩენა ეწოდოს, დროზე გაეცალონ ხელისუფლებას და დაუბრუნონ ის ქართველ ხალხს და დანიშნონ სასწრაფოდ რიგგარეშე არჩევნები". - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.