გვჭირდება რაღაც კონკრეტიკა, გავლენა ვიღაცას ვიღაცაზე ყოველთვის აქვს, მაგრამ რა შუაშია მთავრობა? - ქადაგიშვილი

15.09.23 15:34
გვჭირდება რაღაც კონკრეტიკა, გავლენა ვიღაცას ვიღაცაზე ყოველთვის აქვს, მაგრამ რა შუაშია მთავრობა? - ქადაგიშვილი

"ქართული ოცნება" ფარცხალაძის დასანქცირებაზე სახდეპს უფრო მეტ კონკრეტიკას სთხოვს. დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი სახდეპის დოკუმენტში იმ ჩანაწერს ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ ოთარ ფარცხალაძე FSB-სთან კავშირში იმყოფებოდა და რუსულ სპეცსამსახურებს სწორედ ყოფილი გენერალური პროკურორის დახმარებით ჰქონდათ მცდელობა საქართველოში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის, თანაც რუსეთის სასარგებლოდ. 

ირაკლი ქადაგიშვილი "ოცნების" გზავნილს იმეორებს და ამბობს, რომ ახლა ფარცხალაძე კერძო პირია, ხოლო გენ პროკურორი მხოლოდ რამდენიმე თვე იყო.

ჩვენ გვჭირდება ყოველთვის რაღაც კონკრეტიკა, გავლენა ვიღაცას ვიღაცაზე ყოველთვის აქვს, მაგრამ რა შუაშია მთავრობა, რა შუაშია აქ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია. ადამიანი 11 წლის წინ რამდენიმე თვის განმავლობაში იყო გენერალური პროკურორი. იმის შემდეგ ადამიანი აღარ არის საჯარო სამსახურში, არ არის პოლიტიკაში, არის კერძო პირი,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.