"ფარცხალაძე ივანიშვილის დასაშინებლად დაასანქცირეს" - პირველი რეაქცია მოსკოვიდან
"ოთარ ფარცხალაძე ივანიშვილის დასაშინებლად დაასანქცირეს, - ასეთია პირველი რეაქციები რუსეთში, სადაც უკვე ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ შავ სიაში შეყვანილ ქართველ-რუს ოლიგარქს. ფაქტობრივად, სახელმწიფოს ღალატში მხილებული ფარცხალაძე პუტინის გარემოცვისთვის პატრიოტი კაცია. სათათბიროს დეპუტატი ადასტურებს, რომ მას დიდი კავშირები აქვს და აქტიურად მონაწილეობდა ვიზების გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებში.
ვის გვერდით მოხვდა დასანქცირებული ფარცხალაძე? ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი აშშ-მ ყველაზე დიდ სანქციების პაკეტში, მძიმე დამნაშავეების გვერდით მოიხსენია. მასთან ერთად სანქცირებულთა სიაშია ალექსანდრ ონიშენკო, რუსეთის ფსბ-ს ოფიცერი და ფარცხალაძის მთავარი კონტაქტ პერსონა მოსკოვში. სწორედ ონიშენკოს დახმარებით მიიღო ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა და ახლა მასთან ერთად ფლობს ბიზნესს რუსეთში.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.