„ოცნების“ კიდევ ერთი სკანდალი - როგორ შემოვიდნენ რუსეთის მოქალაქეები თრუსოს ხეობაში?
ფარცხალაძესთან ერთად მთავრობას კიდევ ერთი სკანდალი წამოეწია. ვინ და რა მისიით შემოუშვეს თრუსოს ხეობაში ჩრდილოეთ ოსეთიდან. ოფიციალური მოსკოვი იუწყება, რომ საქართველოში მომლოცველები ჩამოვიდნენ, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ შემოვიდნენ რუსეთის მოქალაქეები. „საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში მყოფი პირადი კონტაქტების დახმარებით“ - ამას წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს კი იმ ფონზე, როდესაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც არ არსებობს.
უკვე ცნობილია ვინ იყო ქართულ მხარესთან მთავარი მომლაპარაკებელი - დმიტრი ტროფიმოვი, რუსი დიპლომატი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებიდან. ვისთან გააჩნია პირადი კონტაქტები ტროფიმოვს, ეს ცალკე გამოძიების საგანი უნდა გახდეს. ფაქტია, რომ იმ დროს, როდესაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქართველებს წლებია წინაპრების საფლავებზე არ უშევებენ, რუსებს დაუბრკოლებლად ატარებენ, თან ქართველი მესაზღვრეების თანხლებით.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.