კანდიდატის სტატუსზე უარს არ შევეგუებით - პრემიერის მუქარა ევროკავშირს

15.09.23 20:42
კანდიდატის სტატუსზე უარს არ შევეგუებით  - პრემიერის მუქარა ევროკავშირს

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირს შანტაჟის ენით ელაპარაკება. პრემიერი ამბობს, რომ  ყველა მოთხოვნა შესრულებულია და თუ მაინც სტატუსს არ მოგვცემენ, ამასთან შეგუებას არ აპირებს.  რას გულისხმობდა, პრემიერს არ დაუკონკრეტებია. არადა,  სამი დღის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პირდაპირ უთხრა პრემიერს, რომ 12-იდან მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული, არასამთავრობო სექტორმა კი ეს რიცხვი ერთამდე ჩამოიყვანა. მესამე სექტორის კვლევის თანამხმად, დანარჩენი ორი ნაწილობრივ არის შესრულებული. 

მთავარ გამოწვევად ისევ დეოლოგარქიზაციის კანონი რჩება. ღარიბაშვილი ამტიცებს, რომ თვის ბოლოს ეს კანონიც საბოლოოდ დამტკიცდება და ბრუსელს არანაირი მიზეზი არ ექნება სტატუსზე უარი გვითხრას,  თუმცა არავინ იცის, რა წერია ამ კანონში. 

გასაიდუმლებულ რეჟიმში მიღებული გეგმა, მხოლოდ მაშინ გახდება საჯარო, როდესაც ის პარლამენტს გადაეგზავნება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იქ ბიძინა ივანიშვილის გავლენებზე არცერთი სიტყვა არ იქნება, რაც, პრაქტიკულად, კიდევ ერთ შეუსრულებელ რეკომენდაციას ნიშნავს.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.