რისთვის იქმნება ნაციონალური კომიტეტი და ვინ უხელმძღვანელებს - ენმ-ში განმარტებებს ვერ აკეთებენ
რისთვის იქმნება ნაციონალური კომიტეტი? „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი დაბნეულობაა. ზუსტად ვერავინ პასუხობს, რა დანიშნულება ექნება კიდევ ერთ ორგანოს, ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი და რა პრინციპით დაკომპლექტდება კომიტეტი. ახლა მთავარი კითხვაა, რა გავლენა ექნება ახალ სტრუქტურას პარტიის საქმიანობაზე. ენმ-ში ამბობენ, რომ კარი ყველასთვის ღიაა, მათ შორის, პარტიიდან წასულებისთვის ან პარტიული საქმიანობიდან გვერდით გაწეულებისთვის.
ხატია დეკანოიძემ უკვე ოფიციალურად თქვა უარი. ახლა ყველა ელოდება რას იტყვის ნიკა მელია. ყოფილ თავმჯდომარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს. ნიკა მელიას დაბრუნება პარტიის მაკონტროლებელ რგოლში კი ხაბეიშვილისთვის დიდი თავისტკივილი იქნება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.