ფარცხალაძის დასანქცირება ოფიციალური თბილისისთვის სიგნალი უნდა იყოს - აშშ-ს ანალიტიკურ წრეებში დიდი დისკუსიაა
ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, შეერთებული შტატების ანალიტიკურ წრეებში დიდი დისკუსიაა. ვინ შეიძლება იყოს შემდეგი? სახელმწიფო დეპარტამენტი, სანქციებზე წინასწარ არ საუბრობს, გამოცდილი პოლიტიკოსები კი ვარაუდობენ რომ შავ სიაში მოხვდება ყველა ვინც. ამას დაიმსახურებს.
აშშ-ში ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები, რომლებიც "ამერიკის ხმასთან" საუბრობენ, მიაჩნიათ, რომ მანამდე მოსამართლეებისა და ახლა უკვე ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება შესაძლოა იყოს საქართველოს ოფიციალური თუ არაოფიციალური პირებისთვის ერთგვარი სიგნალი, რომ ვაშინგტონი თბილისში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და საჭიროების დროს რეაგირებს.
ფაქტი, რომ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვაა, ჩვენ გვაქვს გამოთქმა "ასე იფშვნება ორცხობილა". თუ ივანიშვილის ირგვლივ მყოფი ადამიანები სანქციებს ექვემდებარებიან იმის გამო, რასაც აკეთებენ, მათი კოლეგების გამო, კორუფციის გამო, მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მათ სანქციებს დავუწესებთ. ასე მოხდა მოსამართლეების შემთხვევაში. ისინი კორუმპირებულები იყვნენ და ჩვენ ეს გავაკეთეთ. მივიღეთ ზომები და ამ ქმედებებს გავაგრძელებთ. სანქციები, რომელსაც შეერთებული შტატები იყენებს, ძალიან დიდი სიფრთხილით წესდება. ეს არ არის ციდან ჩამოვარდნილი რამ და არ ამბობს, მოდი ეს გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ ხაზინის დეპარტამენტს და სახელმწიფო დეპარტამენტს საკმაოდ ბევრი მტკიცებულება უნდა ჰქონდეთ". - ამბობს ანალიტიკოსი.
ამერიკელი ექსპერტები პირდაპირ არ ამბობენ, რომ ეს სანქციები ივანიშვილთან პირდაპირ კავშირშია, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს მისთვის გზავნილი უნდა იყოს.
"არ შემიძლია იმის თქმა, რომ ეს სანქციები ივანიშვილთან პირდაპირ კავშირშია. მაგრამ ის, რომ ფარცხალაძე ივანიშვილთან დაახლოებული პირია, ესეც გზავნილია.
“ქართველი-რუსი ოლიგარქი“- ასე მოიხსენიებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალურ განცხადებაში, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და ამბობს, რომ ფარცხალაძე ეფესბემ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად გამოიყენა.