საქართველოს პრეზიდენტი ებრაელ ერს როშ ჰაშანას - ახალი წლის დადგომას ულოცავს

16.09.23 10:30
საქართველოს პრეზიდენტი ებრაელ ერს როშ ჰაშანას - ახალი წლის დადგომას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ებრაელ ერს როშ ჰაშანას - ახალი წლის დადგომას ულოცავს.

„განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს - ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, რომლებთანაც მრავალი საუკუნის ძმური თანაცხოვრება გვაკავშირებს. ვუერთდები თქვენს სიხარულს, დაე, ეს წელი თითოეული თქვენგანისა და მთელი მსოფლიოსათვის იყოს მშვიდობის, სიკეთის, წარმატებისა და ბედნიერების მომტანი“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.