ოლიგარქები და პოლიტიკური კონტროლი საქართველოში შეშფოთების საფუძველია - აშშ-ს ანალიტიკოსები
ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განმარტავენ, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯები მიანიშნებს, რომ საქართველო სცილდება დასავლეთს და უახლოვდება რუსეთს.
აქვე ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სურვილებს შორის დიდი აცდენაა.
ანალიტიკოსები ასევე პირდაპირ ამბობენ, რომ ოლიგარქები და პოლიტიკური კონტროლი ეს არის ის, რაც რეალური შეშფოთების საფუძველია საქართველოში.
ვფიქრობ, ძალიან დიდი შეშფოთებაა,საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართულების და მისი რუსეთთან ურთიერთობის მხრივ. ამ ფონზე, რომ შევხედოთ გამოკითხვის შედეგებს, ქართველი ხალხის უმეტეს ნაწილს სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, ნატოს ნაწილი, ამიტომ არის აცდენა, ხალხის მოლოდინებს, სურვილებსა და მმართველი კლასის ელიტას შორის, რომელსაც კონსოლიდირებული ძალაუფლება აქვს. ვფიქრობ ევროპა, ბრიუსელი ემზადება გადაწყვეტილების მისაღებად მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა შეაფასოს საქართველოს გზა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მათ ნათლად აქვთ ჩამოყალიბებული პირობები. ოფიციალური თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლებიდან გამომდინარე, არ ჩანს, რომ ხელისუფლება ამ გზის ერთგულია. "ქართულ ოცნებას" უფრო მეტად აინტერესებს თავისი პოლიტიკური ძალა და რუსეთთან ინკლუზიური ურთიერთობა. დღეს საქართველოს 20 % კვლავ რუსეთის მიერ კონტროლდება. ამიტომ არ ვიცი, ვფიქრობ, რომ ბევრი იმედგაცრუება და დემოკრატიული პროგრესის ნაკლებობაა. საქართველოს ევროკავშირის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების წინაშე, როგორ ექცევა მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მის ხალხს. ვფიქრობ ოლიგარქები და პოლიტიკური კონტროლი, ეს არის რეალური შეშფოთების საფუძველი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას საქართველო რუსეთთან უფრო ახლოს მიჰყავს"- ამბობს ამერიკელი ანალიტიკოსი.