ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა - მთავრობა

16.09.23 10:50
ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა - მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს".- წერია უწყების განცხადებაში.