ფარცხალაძის დასანქცირება ივანიშვილის კარზე კაკუნია - დათუნაშვილი

16.09.23 11:19
ფარცხალაძის დასანქცირება ივანიშვილის კარზე კაკუნია - დათუნაშვილი

"ლელოს" წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებით აშშ-მ გაფრთხილება გაუგზავნა ბიძინა ივანიშვილს და ეს, ოპოზიციონერის თქმით, პირდაპირ ოლიგარქის კარზე კაკუნია.

დათუნაშვილს სუს-ის მოკვლევის და ზოგადად საქართველოში ამ ფაქტის გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან ამბობს, რომ მმართველი ხელისუფლება მთავარ საყრდენს შავ სამყაროში ფარცხალაძის სახით თავისივე ხელებით არ წააქცევს.

ფარცხალაძესთან მიმართებაში, რა არის ისეთი, რაც სუს-ისთვის არ არის ცნობილი. ოთარ ფარცხალაძის ტრანზაქციებს ნათელს მოჰფენენ, მისი ქონების მოპოვების გზებს, ადამიანებს, რომლებიც მას წყნეთის ცნობილ სახლში სტუმრობდნენ, ფარულ ჩანაწერებს გამოაქვეყნებენ, სადაც ფარცხალაძე რუს მაღალჩინოსნებს ელაპარაკება ავიარეისების აღდგენაზე, თუ რას ველოდებით? ეს ხომ კლოუნადა არის. არავის არ აქვს იმისი იმედი, რომ მათ ერთ-ერთ მთავარ საყრდენს შავ სამყაროში თავისივე ხელებით წააქცევენ. ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზი იყო ძალიან მკვეთრი მესიჯის გაგზავნა ივანიშვილისთვის, ამ ოლიგარქატის მთავარი პერსონისთვის, რომ მის კარზე კაკუნია". - ამბობს დათუნაშვილი.