"სამოქალაქო ერთიანობა არის ის, რაც გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე" - ლომჯარიას გეგმები

16.09.23 12:06
"სამოქალაქო ერთიანობა არის ის, რაც გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე" - ლომჯარიას გეგმები

შედის თუ არაა ნინო ლომჯარიას გეგმებში პოლიტიკაში წასვლა? ეს კითხვა აქტუალური ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა ყოფილმა სახალხო დამცველმა ახალი სამოქალაქო პლატფორმაა დააფუძნა.  ოცნების თავდასხმების საპასუხოდ, ლომჯარია მკაფიოდ  განმარტავს რომ მისი მიზანი არა თუ პოლიტიკური სცენიდან, თანამდებობისთვის ბრძოლაა, არამედ პირველ რიგში ხალხის ხმის მოსმენა. საქართველოს ევროპული ორბიტა - ასე ეწოდება ახალ გაერთიანებას, რომელიც  ლომჯარიას თქმით, ინტელექტუალური და შემოქმედებითი რესურსების გაერთიანებას ისახავს მიზნად. ამ გაერთიანების მიზანი კი ევროპული სტატუსის მოპოვებაა.

გვინდა, რომ ამ ორბიტის ირგვლივ შემოვიკრიბოთ საქართველოს ინტელექტუალური და შემოქმედებითი რესურსი, ადამიანები, რომლებსაც სურს წვლილი შეიტანონ ამ ქვეყნის ევროპულ განვითარებაში. ვფიქრობთ, რომ ამ ნიშიდან სამოქალაქო ერთიანობა არის ის, რაც მოახდენს გავლენას მათ შორის პოლიტიკურ პროცესებზე. ამიტომ კი ჩვენი ამბიცია, რომ ჩვენი ჩართულობით შევცვალოთ და გავლენა მოვახდინოთ საქართველოში პოლიტიკურ დისკურსზე. საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკური შედეგები და შედეგები საკუთარი აქტივობის, რაც ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა ითარგმნოს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებით, რაც ნამდვილად იქნება ამ ქვეყნის პროევროპული მოსახლეობის დამსახურება". - ამბობს ლომჯარია.