სამთავრობო თვითმფრინავი ტაქსად - დიდი სკანდალის ახალი გაგრძელება (შაბათის ანონსი)

16.09.23 12:40
სამთავრობო თვითმფრინავი ტაქსად - დიდი სკანდალის ახალი გაგრძელება  (შაბათის ანონსი)

 

 

 

სამთავრობო თვითმფრინავით ახალ წელს შვეიცარიაში - ვინ გაფრინდა ბორტი ნომერი 1-ით პირველ იანვარში ალპებში. დღეს 8 საათზე ნახეთ, შაბათის ეთერის გუნდის ახალი ჟურნალისტური გამოძიება, ახალი მტკიცებულებებით.

აღმოჩენილია პირადი მიზნებისთვის სამთავრობო თვითმფრინავით შესრულებული რეისები მილანში, ციურიხში, დუბაიში, პარიზში.

კახა კალაძე ადასტურებს, რომ ხშირად გამოუყენებია სამთავრობო თვითმფრინავი.

თბილისის მერი "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ დუბაიში 8 დღიანი დასვენება გადაუდებელი აუცილებლობა იყო.

დადიოდნენ  თუ არა სამთავრობო წრეების წარმომადგენლების ცოლები ბორტი ნომერი ერთით შოპინგზე - მთელი კვირა "ოცნება თავს რომ იმართლებდა, ყველაფერი წყალში ეყრებათ. დეკლარაციებში, რომლებიც უკვე შევსებული აქვთ, სამთავრობო თვითმფრინავით ფრენების ამბავი არსად წერია. 

კაცი კი , რომელსაც ხალხის ფულით ნაყიდი თვითმფრინავი აბარია "შაბათის ეთერის" კამერის დანახვისთანავე გაიქცა.

დიდი სკანდალის ახალი გაგრძელება - შოპინგზე, დასასვენებლად და დროის სატარებლად ხალხის ფულით ნაყიდი თვითმფრინავით რომ დაფრინავენ, ამ ამბავს დღეს, 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში" მაკა ჩიხლაძე მოგიყვებათ.

სამთავრობო თვითმფრინავი ტაქსად - ნახეთ, ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება, დღეს 8-ზე "ტვ პირველზე".