ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართ EU-ის შეზღუდვები მოიხსნა - ზელენსკი
ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართ EU-ის შეზღუდვები მოიხსნა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, ევროპული ერთიანობის ორმხრივ დონეზე მუშაობაც, რომ მეზობლებმა მხარი დაუჭირონ უკრაინას ომის დროს
"ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს. ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართ ევროკავშირის შეზღუდვები მოიხსნა. ახლა მნიშვნელოვანია, ევროპული ერთიანობის ორმხრივ დონეზე მუშაობაც, რომ მეზობლებმა მხარი დაუჭირონ უკრაინას ომის დროს.
ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც შეთანხმებები მუშაობს და დაპირებები სრულდება. თუ ჩვენი მეზობლების გადაწყვეტილებები არ იქნება მეზობლური, უკრაინა ცივილიზებული ფორმით უპასუხებს", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
ევროკომისიამ არ გაახანგრძლივა უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა. ემბარგოს ვადა გუშინ ამოიწურა. უკრაინა კი დათანხმდა 30 დღის განმავლობაში მიიღოს სამართლებრივი ზომები, რომ ბაზარზე მარცვლეულის უკონტროლო გაშვება აიცილოს თავიდან.