აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფეხებში ესროლა - ხაბეიშვილი
ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის თქმით, ამერიკამ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებით, ბიძინა ივანიშვილს ფეხებში ესროლა და ოპოზიციონერს ეჭვი აღარ ეპარება, რომ ოლიგარქის პოლიტიკური ვერდიქტი ძალიან ახლოსაა.
ხაბეიშვილს სერიოზული გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან მისი თქმით, შოთაძის უწყება თავის გარემოცვას არ დაიჭერს.
ფარცხალაძის წინააღმდეგ რაიმე სერიოზული ღონისძიების გატარება, რომ ის დააკავონ ან რაიმე ასეთი განახორციელონ, ამას არათუ ვერ გაბედავენ, არამედ ვერ გააკეთებენ. მაშინ შოთაძემ საკუთარი თავი უნდა დააკავოს და ყველა ის თანამდებობის პირი, ვისთანაც შეხება ჰქონია, ისევე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაც, რადგან, ჩვენ ვიცით, რომ ნათელმირონობა აქვთ ბერას და ფარცხალაძეს. ამიტომ, ყველას კარგად გვესმის რომ მთავარი ჯაშუში და მტერი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული პარტია. აშშ-მა ივანიშვილს ფეხებში ესროლა და დარწმუნებული ვარ ახლოსაა ის ყულფი, რომელიც ვიწროვდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე". - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.