ფარცხალაძე ან გაყვანილია ან გაიყვანენ საქართველოდან - ვაშაძე

16.09.23 13:15
ფარცხალაძე ან გაყვანილია ან გაიყვანენ საქართველოდან - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოდან გაიყვანენ, თუ უკვე გაყვანილი არ არის.

ვაშაძე ყოფილი გენერალური პროკურორის დაუყოვნებლივ დაკავებას  მოითხოვს და ასევე ითხოვს, რომ შოთაძეს და მის თანამშრომლებს დაუწესდეთ გადაადგილების შეზღუდვა, რომ ქვეყანა ვერ დატოვონ, როგორც სავარაუდო ჯაშუშებმა.

დარწმუნებული ვარ, ფარცხალაძე ან გაყვანილია ან გაიყვანენ საქართველოდან. ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება "ოცნების" დანაშაულებრივი ქმედების. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება, საქმის აღძვრა, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შოთაძის და მისი უწყების თანამშრომლებისთვის გადაადგილების შეზღუდვა, რომ ქვეყანა ვერ დატოვოს, ვერცერთმა სავარაუდო ჯაშუშმა". - განაცხადა ვაშაძემ