ფარცხალაძის დასანქცირება არის დასაწყისი, უფრო ფართო წრის შესაძლო გამოვლენისა - უსუფაშვილი
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძედა რიგი პერსონები ხელისუფლების პერსონალური ფიგურის მხარდაჭერით სარგებლობენ და სწორედ მათ იმედად სჩადიან დანაშაულებრივ საქმიანობებს.
უსუფაშვილის თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირება ამერიკის მიერ არის დასაწყისი, უფრო ფართო წრის შესაძლო გამოვლენისა.
ქვეყანას აზარალებს ფარცხალაძე და ზოგადად ეს ფენომენი პრივილეგირებული ყოფილი ჩინოსნების, რომლებიც მრავლად იყვნენ წინა ხელისუფლების კარზე და მრავლად არიან ახლანდელი ხელისუფლების კარზე, რომლებიც სარგებლობენ ხელისუფლების პერსონალური ფიგურის მხარდაჭერით და სჩადიან ათას უბედურებას. ამ ხელისუფლების პირობებში ასეთი საქმეები ვერ იქნება ბოლომდე გამოძიებული, მაგრამ ჯამში ყველაფერს ნათელი მოეფინება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დასაწყისი, უფრო ფართო წრის შესაძლო გამოვლენისა". - ამბობს უსუფაშვილი.