პასუხი უნდა იყოს მკაფიო და სამართლიანი - ზელენსკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შეხვდა

16.09.23 15:51
პასუხი უნდა იყოს მკაფიო და სამართლიანი - ზელენსკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შეხვდა

უკრაინა ომში წინ მიიწევს. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით ძალიან საჭირო შედეგებია.

ზელენსკი ამბობს, რომ ნოვოპროკოპოვკია კარგი ნამუშევარია და თითოეული მეომრით ამაყობს, რომელიც უკრაინას გამარჯვებასთან აახლოებს.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ის შეხვდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და მათგან მკაფიო და სამართლიან პასუხს ელოდებიან.

ხელშესახები და უკრაინისთვის ძალიან საჭირო შედეგები გვაქვს ბახმუტის მიმართულებით. ჩვენმა ჯარისკაცებმა ანდრიივკა გაათავისუფლეს. მადლობას ვუხდი მესამე მოიერიშე ბრიგადას და მეთაურ სირსკის. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მოქმედებას კლიშივკასა და კურდიუმივკას მიმართულებით. ძალიან ძლიერად ოპერირებს 36-ე საზღვაო ბრიგადა ოპიტნესა და ვოდიანეს მიმართულებით. ნოვოპროკოპოვკია კარგი ნამუშევარია! ვამაყობ თითოეული მეომრით, რომელიც გამარჯვებასთან გვაახლოებს.

აქვე გეტყვით, რომ შევხვდი კარიმ ხანს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს. განვიხილეთ სამართლებრივი მიდგომები იმ ხალხისთვის, ვინც რუსეთის კრიმინალური ომის გამო იტანჯება. პასუხი უნდა იყოს მკაფიო და სამართლიანი. მსოფლიოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ კანონმა აჯობოს აგრესიას და ყაჩაღურ ძალებს". - აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები