რიგითი ფარცხალაძის დასაცავად - "ოცნებას" ისრები კვლავ კეზერაშვილისკენ გადააქვს

16.09.23 17:01
რიგითი ფარცხალაძის დასაცავად - "ოცნებას" ისრები კვლავ კეზერაშვილისკენ გადააქვს

"ოცნება" ოთარ ფარცხალაძის დასაცავად - ირაკლი ქადაგიშვილი ყოფილი გენერალური პროკურორის გამართლებას კვლავ დავით კეზერაშვილზე ისრების გადატანით ცდილობს და ამბობს, რომ ფარცხალაძეს არც თავისი ტელევიზია აქვს და არც თავისი პარტია.

კობახიძის გუნდი დღეს ამტკიცებს, რომ ფარცხალაძე არა თუ სამშობლოს მოღალატე, არამედ დისკრედიტაციული კამპანიის მსხვერპლია.

ასეთი არგუმენტებით შეიარაღებულ ქადაგიშვილს არც გლობალური ომის პარტია დავიწყებია და თქვა, რომ სწორედ მის მიზანია მსგავსი ქმედებებით საქართველოს დაზიანება.

ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის რადიკალური, გლობალური ომის პარტიის მცდელობა, რომ საქართველო დააზიანონ. როგორც წავიკითხეთ, არის ლაპარაკი სავარაუდო კავშირიო. ძალიან საინტერესოა, ეფესბეს მეშვეობით ფარცხალაძის ზეგავლენა ქართულ პოლიტიკაზე. თქვენ, სადმე გინახავთ მისი განცხადება, ან მას ტელევიზია და პოლიტიკური პარტია გააჩნია, არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი გააჩნია, თუ რა ამდაგვარი. აქედან გამომდინარე ვიძახით, რომ ეს არის ყოველ შემთხვევაში, ასე ვთქვათ ასე ჩანს, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის რადიკალიზაციისთვის ჩამოგდებული მუხტი". - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები