საიდან აქვს ტარიელ ღარიბაშვილს ამდენი ფული? - ოპოზიცია პრემიერს ფინანსების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს
გაასაჯაროებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის წევრების შემოსავლებს? - "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული რეპორტაჟის შემდეგ ოპოზიცია მთავრობის მეთაურს მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. საზოგადოებას აინტერესებს, საიდან აქვს პრემიერის პენსიონერ მამას ამდენი ფული?
მადლობა უნდა ვუთხრათ თქვენს საგამოძიებო ჟურნალისტებს, რომლებიც ამხელენ იმ ოლიგაქრიული მმართველობის ფორმას, რომელიც დამკვიდრებულია ქვეყანაში. ღარიბაშვილი მარტი კი არ დაფრინავს, არამედ ის არის ფუფუნებაში მცხოვრები ელიტა, რომელიც შაოებს იშენებ ახლა თურმე დედოფლისწყაროში და საიდან მამამისს ამდენი ფული? 150 ათასი აჩუქა, ჩარტერი დაიქირავა, „ლიბერთი ბანკს“ ალბათ ყოველდღე მადლობა უხდიან, საპენსიო სესხი აქვს გამოტანილი ძალიან დაბალ პროცენტში, ძალიან გრძელვადიანი და მაგით აშენებს ამ ყველაფერს, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
კორუფციის მკვლელავერები შესაძლო კორფუციულ სქემაზე საუბრობენ.
არავინ არ იძახის, რომ ტარიელ რარიბაშილს არ უნდა ჰქონდეს ბიზნესი ან მას არ აქვს, რომ რაღაც სამსახური ჰქონდეს ან რაღაც კომერციულ საქმიანობას აწარმოებდეს. რა თქმა უნდა, უნდა აწარმოებდეს, მაგრამ არ უნდა აწარმოებდეს მისი შვილის თანამებობის გამოყენებით და მისი პოლიტიკური გავლენების გამოყენებით. ვალდებულნი არიან, ღარიბაშილი და მისი ოჯახის წევრები, რომ ეს ყველაფერი დაასაბუთონ გამომდინარე იქიდან, რომ რრაიბაშვილი არის პრემიერ-მინისტი და მას აქვს საჯარო ვალდებულება და მას აქვს პასუხისმგებლობა, რომ მოსახლეობამ იცოდეს, საიდან მიიღო შემოსავლები, - ამბობს ბესიკ დონაძე.