ლავროვი ამტკიცებს, რომ უკრაინის ომს ამერიკა მართავს

17.09.23 17:34
ლავროვი ამტკიცებს, რომ უკრაინის ომს ამერიკა მართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ უკრაინის ომს ამერიკა მართავს. ამის შესახებ მაღალჩინოსანი რუსულ მედიასთან საუბრობს. ლავროვი ირწმუნება, აშშ-ს მიზანს სწორედ რუსეთის დამარცხება და დაზიანება წარმოადგენს. 

ხდება ის, რომ უკრაინას მრავალი წელი ამზადებდნენ, რათა მისი ხელითა და სხეულით ეწარმოებინათ ბრძოლა რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მისაყენებლად. რაც არ უნდა თქვან, ისინი მართავენ ამ ომს, აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალას, დაზვერვის მონაცემებს, თანამგზავრებიდან მონაცემებს - ისინი ჩვენს წინააღმდეგ ომს აწარმოებენ", - განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი სიახლეები