პარიზი, მილანი, ციურიხი, დუბაი - ვინ დააფინანსა კალაძის სამთავრობო თვითმფრინავით ფრენები?

17.09.23 20:02
პარიზი, მილანი, ციურიხი, დუბაი - ვინ დააფინანსა კალაძის სამთავრობო თვითმფრინავით ფრენები?

 

 

კახა კალაძე არჩევანის წინაშეა - თბილისის მერმა ან დოკუმენტები უნდა გამოაქვეყნოს, სადაც ჩანს, რომ თავად გადაიხადა სამთავრობო ბორტის დაქირავების თანხა ან უნდა დაასახელოს ადამიანი, ვინც ასეთი ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა. ორივე შემთხვევაში პრობლემაა. თანამდებობის პირს ძვირადღირებული საჩუქრის მიღების უფლება არ აქვს, ხოლო თუ პირადი სახსრებით დაფარა კალაძემ სამთავრობო თვითმფრინავით ფრენის ხარჯი, დაახლოებით ასი ათასი ლარი, მაშინ  რატომ არ აქვს ეს მითითებული დეკლარაციაში?

პარიზი, მილანი, ციურიხი, დუბაი - არასახელმწიფოებრივი დანიშნულებით სამთავრობო თვითმფრინავით  მხოლოდ ორ წელში 10-მდე რეისი შესრულდა. შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ CRG 200-ს პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ მაშინაც, როცა ქვეყანაში გლოვა იყო გამოცხადებული.

ვინ გადაჰყავთ  და რა მიზნით  ხალხის ფულით ნაყიდი სამთავრობო თვითფრინავით არ ამხელს საქართველოს ავიახაზები. ჟურნალისტური  გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ არგუმენტების მოძებნა უჭირს სახელისუფლებო პარტიას.

ვრცლადდ ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები