ღარიბი პრემიერის მდიდარი მამა - გაასაჯაროებს თუ არა ღარიბაშვილი ოჯახის შემოსავლებს?
ფუფუნების მოყვარული პრემიერი შარშია - ირაკლი ღარიბაშვილს თვითმფრინავის სკანდალი გადაგორებული არ ჰქონდა, რომ გზად ახალი ჟურნალისტური გამოძიება დაეწია. "შაბათის ეთერის" გუნდმა გაარკვია, რომ ტარიელ ღარიბაშვილი უფრო და უფრო მდიდრდება. პრემიერის მამა ახლა კახეთში შატოოს იშენებს. მდიდრული კომპლექსი სამი ნაგებობით იქნება წარმოდგენილი, მუხის დარაბებით, ინგლისური ვიტრაჟებით და ქართული აგურით მოპირკეთებული.
საიდან აქვს პენსიონერს ამდენი ფული და რა არის ღარიბაშვილების შემოსავლის წყარო? ეს ორი კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია. ოპოზიცია მთავრობის მეთაურს ხალხის ძარცვასა და კორუფციაში ადანაშაულებს. არ არის გამორიცხული, საქმე იქამდე მივიდეს, რომ პრემიერს ოჯახის წევრების შემოსავლების გასაჯაროებაც მოუწიოს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.