პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას მიზანმიმართულად ახალისებენ - კალაძე

18.09.23 12:10
პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას მიზანმიმართულად ახალისებენ - კალაძე

"ოცნების" გენერალური მდივანი პრეზდენტის ევროპულ ტურნეს ეხმიანება და ისევ ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი კონსტიტუციას უხეშად არღვევს. კახა კალაძის მტკიცებით, ამაში მას ოპოზიციაც ახალისებს. 

მიზანმიმართულად მიმდინარეობს ხელშეწყობა იმისა და წახალისება, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს აღნიშნულ კონსტიტუციას და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, პატივს არ სცემს სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი შედეგი ექნება, - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. 

 

 

მსგავსი სიახლეები