სამთავრობო თვითმფრინავი როგორც ავიატაქსი - ირაკლი კუპრაძე სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს
"ლელოს" გენერალური მდივანი სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენება კორუფციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე მიანიშნებს. ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მსგავის დანაშაულები უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს, თუმცა არც კალაძე და არც ღარიბაშვილი ამ დანაშაულისვის საკუთარ თავს არ დასჯიან.
ჩემთვის წარმოუდგენელია სამთავრობო, ოფიციალური თვითმფრინავი ქირავდებოდეს როგორც ტაქსის კახი კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილისთვის. ფაქტია, რომ ეს ასევე მიუთითებს კორუფციაზე, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, რის ხარჯზეც ეს ადამიანები იყენებენ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ თვითმფრინავს პირადი მიზნებისთვის, რაც გაუგებარი დანაშაულია, რომელიც ამ ქვეყნის სისტემურ ხასიათად იქცა. ისინი საკუთარ თავს არ გამოუწერენ პატიმრობას, დამნაშავედ არ აღიარებენ საკუთარ თავებს. მათ ხელშია ამ ეტაპისთვის სასამართლო, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.