ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი გამოსვლა, როცა რაღაცას დაგვიანონსებენ და შემდეგ არაფერი მოხდება - დაუშვილი სუს-ის განცხადებაზე

18.09.23 12:02
ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი გამოსვლა, როცა რაღაცას დაგვიანონსებენ და შემდეგ არაფერი მოხდება - დაუშვილი სუს-ის განცხადებაზე

"ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი გამოსვლა, როცა რაღაცას დაგვიანონსებენ და შემდეგ არაფერი მოხდება, ამიტომ თუკი დანაშაული მზადდება ან ჩადენილია, ამას ჭირდება გამოძიება," - ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა.

როგორც დაუშვილი ამბობს, სუს-ის მხრიდან მსგავსი შინაარსის გაცხადებები აქამდეც ბევრჯერ უნახავს საზოგადოებას, თუმცა რეალური გამოძიება არ ჩატარებულა და უწყებას შესაძლო დამნაშავეები არ გამოუვლენია.

მე გამიჭირდება იმის მტკიცება, ეს ყველაფერი ტყუილია თუ არა, მაგრამ რადგან კონკრეტულ განცხადებას აკეთებენ, საზოგადოებას უნდა აჩვენონ საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი, თუ რაიმე გამოსაძიებელია, უნდა გამოიძიონ და შესაბამისი პირები, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯონ. ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი გამოსვლა, როცა რაღაცას დაგვიანონსებენ და შემდეგ არაფერი მოხდება, ამიტომ თუკი დანაშაული მზადდება ან ჩადენილია, ამას ჭირდება გამოძიება, მაგრამ არა რაღაც ზოგადი საუბრები არამედ კონკრეტული ქმედებები. თუ დანაშაული სახეზეა და არსებობს, ამას უნდა მიჰყვეს დამნაშავეების დასჯა," - ამბობს დაუშვილი.

მსგავსი სიახლეები